მაგნიტური ფხვნილები
მაგნიტური ფხვნილები გამოიყენება მხოლოდ მაგნიტურ ფუნჯთან ერთად. ასაეთი სახის ფხვნილ, რომელიც შედგება რკინისა და პიგმენტური შენაერთების ნაწილაკებისგან, იზიდება მაგნიტით, რომელიც განთავსებულია ფუნჯის ბოლოს და თავისი რკინის ნაწილაკებისგან ქმნის ფუნჯს. იმ დროს როდესაც მაგნიტური ფხვნილი უნდა დაბრუნდეს კონტეინერში, მაგნიტი შედის ფუნჯში, ფართო სარტყელი ფუნჯის ბოლოს არ იძლება საშუალებას რკინის ნაწილაკებს დარჩეს ფუნჯზე. მიზიდულობა სუსტდება და ნაწილაკები ჩამოცვინდება ფუნჯიდან. ფუნჯისა და ფხვნილის შემადგენლობის გამო მათი გამოყენება ფოლადის საგნებზე.
მაგნიტური Two Tone ვერცხლის/შავი ფხვნილი
ვერცხლის/შავი, კარგი მიზიდულობის ორმაგი ქმედების ფხვნილი, რომელიც იძლევა ანაბეჭდის კონტრასტულობას სხვადასხვა სახის ზედაპირებზე. კარგად მუშაობს როგორც ღია ასევე მუქი ფერის ზედაპირებზეც.
მაგნიტური სუპერ-შავი ფხვნილი
შავი, კარგად წებადი ფხვნილი, იძლევა ანაბეჭდის კონტრასტულობას. ფართოდ გავრცელებული ფხვნილი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ზედაპირზე. მაგალითად: ალუმინი, სანთელი, პენოპლასტი. ახალი ანაბეჭდები, აღებული ქაღალდზე, შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას ამ ფხვნილის საშუალებით. არსებობს სპეციალური ტექნოლოგია ფეხსაცმელის ძირის ანაბეჭდის შედარებისთვის. ფეხზაცმელის ძირი იფარება სილიკონის ზეთით (მაგალითად SLM-სპრეი), შემდეგ ანაბეჭდი კეთდება ქაღალდზე, რომელიც იფარება მაგნიტური შავი ფხვნილით გამოსახულების ვიზუალიზაციისთვის.
მაგნიტური რუხი ფხვნილი
კარგად წებვადი ფხვნილი. იდეალურია მუქი ფერის ზედაპირებისთვის.
მაგნიტური შავი ფხვნილი
ნაკლებად წებვადია, ვიდრე სუპერ-შავი ფხვნილი. თუმცა, მისი წებვადობა თვით ზედაპირზეც ანკლებია დაბინძურებული ზედაპირებზე ანაბეჭდების გამოვლენის დროს.
მაგნიტური სპეციალური რუხი ფხვნილი
ამ ფხვნილის განსხვავებული თვისებაა ის, რომ კარგად გამოიყენება პლასტიკურ ზედაპირებზე და კარგად ჩანს როგორც მუქ, ასევე ღია ფერის ზედაპირებზე. იმ შემთხვევაში, თუ დატანილია ძალიან ბევრი ფხვნილი, ზედმეტი ადვილად გადაიქმინდება ფუნჯით.
მაგნიტური თეთრი ფხვნილი
თეთრი მაგნიტური ფხვნილი გამოიყენება არაფოროვანი არამეტალის ზედაპირებიდან ხელის ფარული ანაბეჭდის გამოსავლენად. უკეთესი კონტრასტისთვის გამოიყენეთ მუქი ფერის ზედაპირებზე.
მაგნიტური წითელი ფხვნილი
მაგნიტური წითელი ფხვნილი გამოიყენება არა ლითონის ზედაპირებზე ხელის ფარული ანაბეჭდის გამოვლენის მიზნით. შედგება ოქსიდის, ბრჭყვიალა წითელი ფხვნილისა და რკინის წვრილდისპერსული ნაწილაკების შენაერთისაგან.
არამაგნიტური ფხვნილები
არამაგნიტური ფხვნილები გამოიყენება არაფორული და მათ შორის მაგნიტურ ზედაპირებზე ხელის ფარული ანაბეჭდების გამოსავლენად.
არამაგნიტური შავი ფხვნილი
არამაგნიტური შავი ფხვნილი გამოიყენება ისეთ ზედაპირებზე როგორიცაა შეღებილი ხე, ლითონი, და პლასტიკის უმეტესი სახის ზედაპირეზე, ხელის ფარული ანაბეჭდების გამოსავლენად. კარგი კონტრასტია ღია ფერის ზედაპირებზე.
არამაგნიტური თეთრი ფხვნილი
არამაგნიტური თეთრი ფხვნილი გამოიყენება მუქი ფერის არაფორულ ზედაპირებზე, როგორიცაა შეღებილი ხე, მინდა, ლითონი და პლასტიკის უმეტესი სახეობა, ხელის ფარული ანაბეჭდების გამოსავლენად.
es-georgia.com
© 2025
Our partners